weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

16:45 ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბაღების ავტორიზაციის ვადის, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა, ერთი წლით გახანგრძლივება მოითხოვა.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს წარადგინა. მან ავტორიზაციის პროცესის დაუსრულებლობის მიზეზად კორონავირუსის პანდემია დაასახელა.

„ავტორიზაციის ნაწილში არსებობს გარკვეული სტანდარტები სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის სტანდარტები ინფრასტრუქტურის, აღზრდის და სწავლის, კვებისა და ჰიგიენა-სანიტარიის, ადამიანური რესურსების. ამ სტანდარტების იმპლემენტაცია მიმდინარეობს ყოველდღიურად ბაღებში, თუმცა პანდემიის პერიოდში შეუძლებელი გახდა აღზრდის პროცესზე დაკვირვება, ასევე კვებაზე, ჰიგიენაზე. ამიტომ ინიცირებით შემოვდივართ, რომ ეფექტიანი პროცესის აღწერისა და განსაზღვრის მიზნით, ერთი წლით გადავავადოთ ავტორიზაციის ვადები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ეკატერინე დგებუაძეს ჰკითხა, რატომ ვერ დასრულდა ავტორიზაციის პროცესი გასული ოთხი წლის განმავლობაში.

„პანდემია 4 წლის წინ არ იყო. თუ მახსოვრობა არ მღალატობს, ჯერ ერთი წელი არ არის, რაც გაჩნდა. კი, ბატონო, გადავადადოთ ერთი წელი. სადაც ოთხი წელი ვერ შევძელით, იქნებ ერთი წლის თავზე შევძლოთ. იქნებ თვეში ერთხელ მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ, რა გააკეთეთ, რომ გაისად ამ დროს ისევ არ მოხვიდეთ და არ მოითხოვოთ გადავადება.

რა თქმა უნდა, იქნება რაღაცები, რასაც ან ბიუჯეტი ვერ გაწვდება, ან ყველა ბაღი ვერ დააკმაყოფილებს. რომ ვერ დააკმაყოფილებს, იმ ბაღებთან დაკავშირებით რა ხედვა გაქვთ? მასიურად ბაღებს ხომ ვერ დავკეტავთ? ან გადავარქვათ სახელი და ეს არ იქნება ის დაწესებულება, სადაც მშობელს მოლოდინი აქვს, რომ იქ ბავშვი რაღაცას ისწავლის. კომიტეტის სახელით ოფიციალურადაც მოგმართავთ, რომ ამ ერთ წელს რომ მოგცემთ, 12-ჯერ მობრძანდეთ და აგვიხსნათ, იმ თვეში რა გააკეთეთ. გვითხარით, რაში შეგიწყოთ ხელი, რაში დაგეხმაროთ, იმიტომ, რომ გადავადება საქმე არ არის. საქმეა როგორ მივაღწიოთ მიზანს, რომ მშობლებს არ ჰქონდეთ განცადა იმისა, რომ ბავშვი მიიყვანეს საბავშვო ბაღში, სადაც ისინი მუშაობენ, ვინც არ უნდა იყოს აღმზრდელი საერთოდ და ბავშვიც კი არ უყვარს ზოგიერთს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 2021 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია უნდა უზრუნველყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]