weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გორის მერის თქმით, ბაზრობაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობდა

00:01 ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2020

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ტანსაცმლის ბაზრობაზე, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა, ასამდე ადამიანი იყო დასაქმებული. თავზარაშვილის ინფორმაციით, დამწვარია ის ფართობი, სადაც პროდუქცია ინახებოდა.

„ეს კერძო საკუთრებაა და მოვაჭრეები ხელშეკრულებით იყვნენ შესული. დაახლოებით 100 მოვაჭრე მუშაობდა. პანდემიის გამო, უმეტესობას საქონელი გატანილი ჰქონდა და მგონი, ზარალი ძალიან დიდი არ უნდა იყოს. ეს ინფორმაცია მაქვს ახლა“, – განაცხადა გორის მერმა.

მისივე თქმით, ბაზრობა დაკეტილი იყო და შიგნით არავინ იმყოფებოდა.

„ჩვენი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შიგნით არავინ იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა“, – აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 29 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის გორში, ტანსაცმლის ბაზრობები დახურულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]