weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

04:47 ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2020

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბაზრობაზე ხანძარი 30 დეკემბერს, საღამოს გაჩნდა. როგორ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ძლიერი დაკვამლიანებისა და ღია ცეცხლის შესახებ „112“-ზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე მეხანძრე-მაშველები გამოცხადდნენ.

„რამდენიმესაათიანი, უწყვეტი მუშაობის შედეგად მათ მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომლიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობს. მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, ყველა შესაბამისი სამსახური“, – აცხადებენ უწყებაში.

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანება/განადგურებას.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ბაზრობაზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო დასაქმებული. 29 ნოემბრიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, ბაზრობა დაკეტილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]