ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1527 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 710 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 239
შიდა ქართლი – 130
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 108
კახეთი – 105
აჭარა – 78
ქვემო ქართლი – 63
მცხეთა-მთიანეთი – 47
გურია – 24
სამცხე-ჯავახეთი – 14
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 162 მიმდინარე აქტიური შემთხევაა. 5104 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 1167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 6891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
მძიმეა 1004 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 332.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 227 420 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 211 727 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 2505-ს შეადგენს.