weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

13:20 პარასკევი, 01 იანვარი 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსზე 8016 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირება 990 ადამიანს დაუდასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3265 პირი, 23 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 167

შიდა ქართლი – 83

აჭარა – 72

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 68

ქვემო ქართლი – 65

კახეთი – 54

მცხეთა-მთიანეთი – 29

გურია – 15

სამცხე-ჯავახეთი – 8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 864 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 4664 ინფიცირებული საავადმყოფოშია მოთავსებული, 858 კლინიკურ-სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 5342 მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

ამ დროისთვის მძიმეა 921 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაგან 322 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღეისთვის თვითიზოლაციაშია 30 732 ადამიანი.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსით ინფიცირების სულ 228 410 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 214 992 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2528 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]