სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.