შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მამაკაცი - 1977 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ.ა.-ს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.