weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პუტინმა აფხაზეთთან და ცხინვალთან საზღვრის დადგენისთვის ახალი წარმომადგენელი დანიშნა

15:29 ორშაბათი, 04 იანვარი 2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხში თავისი ახალი სპეციალურ წარმომადგენელი დანიშნა.

პუტინის 2 იანვრის ბრძანებით, იგორ ბრატჩიკოვი მიხაილ პეტრაკოვმა შეცვალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და არ შეცვლის თავის უკანონო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

„მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. „საზღვრის“ საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი ნებისმიერი შეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდება, როგორც ევროპაში სახელმწიფოთა სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობად რუსეთის მიერ“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

ქართული მხარე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]