weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

13:09 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134კმ - 135კმ მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული აკრძალვა ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეუფერხებლად მუშაობს ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი.

14 აგვისტოს, ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით მუშაობა შეწყვიტა ყაზბეგის საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა, საიდანაც თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. დარიალის ხეობაში ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვასთან ერთად, შეჩერებული იყო ფიზიკური პირების გადაადგილებაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]