weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

4 იანვარს კახეთში კორონავირუსის 169 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

00:31 სამშაბათი, 05 იანვარი 2021

4 იანვრის 21:00 საათის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი, 39 შემთხვევა თელავში დადასტურდა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული მონაცემები ასეთია: გურჯაანი - 37, საგარეჯო - 34, ლაგოდეხი - 17, ახმეტა - 15, ყვარელი - 13, დედოფლისწყარო - 7, სიღნაღი - 7.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცმებით, 4 იანვარს 141 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების ორივე შემთხვევა ლაგოდეხში, კლინიკა „არქიმედეში“ დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ორივე გარდაცვლილი ასაკოვანი ადამიანია.

ბოლო მონაცემებით, კახეთში თვითიზოლაციაში 916 პირი იმყოფება.

რეგიონში კორონავირუსის სულ 9066 შემთხვევა დადასტურდა, რომელიც ასე ნაწილდება: ახმეტა - 637, გურჯაანი - 1946, დედოფლისწყარო - 678, თელავი - 2126, ლაგოდეხი - 1222, საგარეჯო -1069, სიღნაღი - 604, ყვარელი - 784. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 6757 პაციენტი, ხოლო 78 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]