weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში COVDI 19-ის 2316 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:17 სამშაბათი, 05 იანვარი 2021
ფოტოზე - ბერდია სიჭინავა ფოტოზე - ბერდია სიჭინავა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსზე 14 511 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო 18 გარდაიცვალა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 961, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი - 420

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 201

კახეთი - 185

შიდა ქართლი - 154

ქვემო ქართლი - 142

აჭარა - 125

მცხეთა-მთიანეთი - 57

გურია - 40

სამცხე-ჯავახეთი - 16

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 6620 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 4012 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 763 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 1845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 888 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი.

პანდემიის დაწებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი ჯამში 232 079 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 222 787 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 2646 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]