weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო – გაბუნია

12:42 სამშაბათი, 05 იანვარი 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება და ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო.

თამარ გაბუნიამ მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის ახალი შტამის დადასტურების შესახებ. სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც რეალურად, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა.

ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის დადასტურების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, ინფიცირებულის კონტაქტები დადგენილია, მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]