შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ქალის გაუჩინარების შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა და მაშველებმა მხოლოდ ცხედრის ამოყვანის სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.