weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორ ადგილას ტყე იწვის

00:28 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ თაბორის თავზე ტყის მასივი იწვის და ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

„ახალახანს, საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა, სიბნელე და ქარი ართულებს მდგომარეობას. შესაძლოა, საჭირო გახდეს ვერტმფრენის ჩართვა“, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, ხანძარია სოფელ ჩქუმთანაც, სადაც ტყის ქვედა საფარი იწვის. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ ტყეს გაუჩნდა.

„როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი ამ მომენტისთვის 15 ჰა-ზე გავრცელდა. მეხანძრეთა ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა, საქმეს ართულებს ის, რომ ძლიერი ქარია და შესაძლოა, ცეცხლი მეტად გავრცელდეს.

იმის გამო, რომ სახანძრო მანქანები ვერ ახერხებენ ტერიტორიაზე შესვლას,მეხანძრეები იძულებული არიან ფეხით გადაადგილდნენ, მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება“, – განაცხადეს მერიაში.

ბოლო ორი დღეა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ტყისა და მინდვრის ხანძრებს ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 4 იანვრის დილის შემდეგ ხანძრების შესახებ 136 შეტყობინება მიიღეს. სამეგრელოში დაფიქსირდა 96 კერა, იმერეთში – 26, აჭარაში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3, გურიაში – 7.

5 იანვარს, საღამოს 18:00 საათისთვის ჩამქრალი იყო ხანძრის 116 კერა, 3-ის ლოკალიზება მოხერხდა, ხოლო 17-ზე მიმდინარეობდა სალოკალიზაციო სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრების ქრობის პროცესში ჩართულია 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]