weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს ერთი ღამით გაუქმდება

11:22 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეს, 6 იანვარს, ერთი ღამით გაუქმდება. შობის დღესასწაულის გამო, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

ეკლესიებში საშობაო მსახურება დღეს 23:00 საათზე დაიწყება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, პანდემიის გამო 7 იანვარს არ ჩატარდება ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“. სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, აკრძალულია პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისად დასახელდა ახალი წლის ღამე და 6 იანვარი, როდესაც შობას მართლმადიდებლები აღნიშნავენ. მსგავსი გამონაკლისი არ ყოფილა დაწესებული 24 დეკემბერს, სხვა კომფესიების წარმომადგენლებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]