weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:56 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 14 839 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1800 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 20 პაციენტი, ხოლო 489 გამოჯანმრთელდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1800 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 735, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 331

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 151

ქვემო ქართლი – 128

აჭარა – 119

კახეთი – 116

შიდა ქართლი – 103

გურია – 43

სამცხე-ჯავახეთი – 35

მცხეთა-მთიანეთი – 22

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 7911 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოში იმყოფება 3901 ინფიცირებული, 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 3245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მყოფი 863 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 233 879 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 223 276 ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 2666-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]