weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვმუშაობთ, რომ რაიონულ და სოფლის დონეზე ტესტირების მეტი წერტილი შეიქმნას – გაბუნია

15:19 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კარდაკარის პრინციპით კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირება ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით რისკის მატარებელია.

როგორც თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, რაიონულ და სოფლის დონეზე ტესტირების მეტი წერტილი შექმნას.

„პირველი რეკომენდაცია, რომელიც პანდემიის დასაწყისში გაიცა გლობალურად, იყო ის, რომ ოჯახის ექიმები და ზოგადად, სამედიცინო პერსონალი მოერიდონ კარადაკარ პრინციპით ტესტირების ჩატარებას და ბინაზე სერვისის გადატანას. კარდაკარ პრინციპი გარკვეული რისკის მატარებელია ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით.

ტესტირების მეტი წერტილი უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ მოსახლეობა თავად მოვიდეს. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს: მეტი რაიონულ დონეზე, მეტი სოფლის დონეზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგია მომდევნო თებერვლის და მარტის თვეში იმისთვის, რომ თუ სადმე დარჩენილია ინფექციის მატარებელი პირი, ამის გამოვლენა მოხდეს სწრაფად.

კარდაკარ – თავს შევიკავებდი იმის გამო, რომ ინფექციის კონტროლის რისკები და გავრცელების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც აქეთ მოდის მოსახლეობა და უფრო მომზადებული ვხვდებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კლინიკების ასოციაციამ დღეს მთავრობას მიმართა და მოუწოდა, კორონავირუსით დაავადების შემცირების მიზნით საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება კარდაკარის პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები. როგორც კლინიკების ასოციაციის მიმართვაშია ნათქვამი, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა (პირველადი ჯანდაცვის რგოლი და კლინიკური სექტორი) პანდემიის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]