პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპზე 211 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.
„მარაგშია კიდევ დაახლოებით 23 ათასზე მეტი ვაქცინა მაღალი რისკის ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ აცრას. გრიპის სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება.
ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გრიპი ძალიან აქტიური არ არის. ზოგ ქვეყანაში არის, მაგრამ თითო-ოროლა, სპორადული შემთხვევებია. რა თქმა უნდა, მოქმედებს ის, რომ თითქმის მთელ ევროპაში „ლოქდაუნებია“, ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს. ზუსტად იგივეა გრიპისგან თავდაცვაც. თუმცა, ორსულებს დღესაც მოვუწოდებ აიცრან გრიპზე, ვინაიდან მათთვის გრიპი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.