weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ორსულებს მოვუწოდებ გრიპზე აიცრან, მათთვის გრიპი უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი – იმნაძე

17:29 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, სეზონური გრიპი აქტიური არ არის, რაზეც კორონავირუსის გამო მიღებული ზომები - პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა მოქმედებს.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპზე 211 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.

„მარაგშია კიდევ დაახლოებით 23 ათასზე მეტი ვაქცინა მაღალი რისკის ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ აცრას. გრიპის სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება.

ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გრიპი ძალიან აქტიური არ არის. ზოგ ქვეყანაში არის, მაგრამ თითო-ოროლა, სპორადული შემთხვევებია. რა თქმა უნდა, მოქმედებს ის, რომ თითქმის მთელ ევროპაში „ლოქდაუნებია“, ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს. ზუსტად იგივეა გრიპისგან თავდაცვაც. თუმცა, ორსულებს დღესაც მოვუწოდებ აიცრან გრიპზე, ვინაიდან მათთვის გრიპი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]