weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის გავრცელება არის საკმაოდ აქტიური – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

18:29 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ შეზღუდვების მოხსნასთან დაკაშვირებით განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას დააკვირდებიან. გაბუნიას თქმით, კორონავირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია.

„1800 შემთხვევა დღეს, 2000-ზე მეტი გუშინ მიუთითებს იმას, რომ გავრცელება არის საკმაოდ აქტიური. ჯერჯერობით არ გვაქვს არც დამშვიდების და არც მოდუნების საფუძველი. შემთხვევების რიცხვი კი განახევრდა ამ შეზღუდვების ფონზე, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს იმას, თუ რამდენი ადამიანი ვლინდება კოვიდით, როცა ხდება პირების გამოკვლევა. როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური და უფრო მეტი ადამიანია შეიძლება ინფიცირებული, ვიდრე დღეს ჩვენ ტესტირების შედეგად ვავლენთ. ამდენად ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ საახალწლო დღეებში შეზღუდვების შემსუბუქებამ 10 იანვრის შემდეგ, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების მატება გამოიწვიოს.

„უნდა დაველოდოთ და დასკვნას გავაკეთებთ 15 იანვრისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]