„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ შობის დღესასწაულს. ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.
პატრიარქს საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავს, თუმცა, როგორც ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, ეპისტოლე დღეს გამოქვეყნდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისსა და რეგიონებში, დღეს ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ არ მოეწყობა.