საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ დაადასტურა. უცნობია, დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი შორენა თეთრუაშვილს.
„თვითიზოლაციაშია თვითონ და კარგად არის. არანაირი პრობლემა არ არის. ახლა გადავამოწმებთ კიდევ ანალიზებს“, – ამბობს ცისანა შარტავა.
ექიმის თქმით, შორენა თეთრუაშვილს ილია მეორესთან კონტაქტი არ ჰქონია.
შორენა თეთრუაშვილი 4 იანვარს, პატრიარქის 88 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მიღებაზე იმყოფებოდა.