„იკავებთ პოზიციებს, რათა შევძლოთ სახლების დაცვა“, – განაცხადა მან დაახლოებით ერთი საათის წინ.
რუსული მედიის ცნობით, ხანძრის ადგილზე სამი სახანძრო მანქანა და თერთმეტი მაშველი მუშაობს.
გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბატალ ბერზენიამ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან ადგილობრივების ევაკუაციისთვის, თუმცა „ამ ეტაპზე ასეთი აუცილებლობა არ არსებობს“. ბერზენიას თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ბოლო დღეების განმავლობაში ხანძრები გაჩნდა გალისა და ოჩამჩირის რაიონებშიც.