დღეს გამოვლენილი 537 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 290, ხოლორეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 47
შიდა ქართლი – 46
იმერეთი – 44
კახეთი – 35
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 31
ქვემო ქართლი – 15
მცხეთა-მთიანეთი – 15
სამცხე-ჯავახეთი – 8
გურია – 6
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 9085 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 762 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 4456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
837 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 271 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამ ეტაპზე თვითიზოლაციაშია 22 750 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 236 028 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 224 189 ინფიცირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა დღეს 2728-მდე გაიზარდა.