weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში ხანძრის 7 კერას აქრობენ

11:43 პარასკევი, 08 იანვარი 2021

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის ტყისა და მინდვრის ხანძრები საქართველოს 3 რეგიონში - სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში - 7 ადგილზეა.

ხანძრების ქრობის სამუშაოებში 500 მეხანძრე-მაშველია ჩართული.

„7 კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 3-ზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. 2 კერაა წალენჯიხაში - სოფელ სქურში და სოფელ ფახულანში, ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

ორი კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მათ შორის, ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში. სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყება განმარტავს, რომ ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ბოლო რამდენიმე დღეა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში მინდვრისა და ტყის ხანძრები ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]