weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დაკავებული 30 წლის კაცი ნაქირავებ მანქანებს შლიდა და ყიდდა – შსს

12:08 პარასკევი, 08 იანვარი 2021

სამართალდამცავებმა დააკავეს 30 წლის მამაკაცი, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, მოქალაქეებისგან ავტომობილებს ქირაოდა, შემდეგ კი სხვადასხვა ნაწილს ხსნიდა და ასხვისებდა. მას ბრალად თაღლითობა ედება. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი ბრალდებულს - 1990 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ.-ს გადასცა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს.

„პოლიციამ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.მ. მიმდინარე წლის 4 იანვარს დააკავა. 1987 წელს დაბადებული ტ.ბ. კი სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე, 2020 წლის 20 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.

დაშლილი ავტომობილი პოლიციამ თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-სა და და ვ.მ.-ს ანალოგიური თაღლითური სქემით მითვისებული აქვთ სხვა მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიც, რომელთაგან გამოძიების მიერ ნანახი და ამოღებულია 5 ავტომობილი“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობს გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დანარჩენი ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]