weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

კორონავირუსი კიდევ 4 პატიმარს დაუდასტურდა

12:42 პარასკევი, 08 იანვარი 2021

კორონავირუსული ინფექცია ოთხ პატიმარს დაუდასტურდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ორი დღის წინ PCR ტესტირება სამოქალაქო კლინიკაში მყოფ სულ 46 პატიმარს ჩაუტარდა, მათ შორის იყვნენ როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ასევე სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები.

„7 იანვარს მიღებული PCR ტესტების საფუძველზე 46-დან ოთხ პატიმარს დაუდასტურდა covid-19. ორი მათგანი არის N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის N17 და ერთი - N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ცნობით, ყველა ინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„რაც შეეხება ინფიცირებული პირების კოტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება სწრაფი ანტიგენის ტესტებით და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. მიუხედავად ამისა, თითოეული ეს პირი პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მათაც სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მომსახურება გაეწევათ“, – განაცხადეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

რამდენიმე დღის წინ, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 23 პატიმარი დაინფიცირდა. პირველ იანვარს კორონავირუსით გარდაიცვალა ქსნის ციხის მსჯავრდებული, რომელიც მკურნალობას სამოქალაქო კლინიკაში გადიოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]