დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2058 ახალი შემთხვევიდან თბილისში 808 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 363
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 183
შიდა ქართლი – 165
ქვემო ქართლი – 150
კახეთი – 131
აჭარა – 107
მცხეთა-მთიანეთი – 62
სამცხე-ჯავახეთი – 38
გურია – 36
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 592 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან, 3867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საავადმყოფოში მოთავსებული 847 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, 265 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 22 518 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 238 086 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 224 718 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსის შედეგად სულ 2750 ადამიანია გარდაცვლილი.