weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში COVID-19–ის 2058 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:15 შაბათი, 09 იანვარი 2021

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 18 149 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი, ხოლო 22 გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2058 ახალი შემთხვევიდან თბილისში 808 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 363

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 183

შიდა ქართლი – 165

ქვემო ქართლი – 150

კახეთი – 131

აჭარა – 107

მცხეთა-მთიანეთი – 62

სამცხე-ჯავახეთი – 38

გურია – 36

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 592 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან, 3867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 847 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, 265 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 22 518 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 238 086 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 224 718 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსის შედეგად სულ 2750 ადამიანია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]