weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

მამის მკვლელობის ბრალდებით 35 წლის კაცი საავადმყოფოში დააკავეს

19:26 შაბათი, 09 იანვარი 2021

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული კ.წ. დააკავეს. საქმე ეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში წუხელ მომხდარ დანაშაულს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამას - 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შსს-ს თანახმად, მომხდარის შემდეგ კ.წ.-მ დანით თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ის ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი დაკავება სწორედ კლინიკაში მოხდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]