ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 617 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 225 335-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 773 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 488 შემთხვევა, აჭარაში - 88, იმერეთში - 143, ქვემო ქართლში - 73, შიდა ქართლში - 64, გურიაში - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 58, მცხეთა-მთიანეთში - 51, სამცხე-ჯავახეთში - 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების 11 095 აქტიური შემთხვევა გვაქვს, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 864, აჭარაში - 371, იმერეთში - 730. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში - 376, აჭარაში - 72, იმერეთში - 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში - 167, აჭარაში - 10, იმერეთში - 34.
746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 220 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 455 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 452 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 197, აჭარაში - 44, ხოლო იმერეთში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 432 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 097 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 425 პირი, აჭარაში - 1 942, იმერეთში - 2 552.