weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ლაპარაკია AstraZeneca-ს და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე – ცერცვაძე

22:14 კვირა, 10 იანვარი 2021

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება, რომელთაგან ერთ-ერთი ჩინურია.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში ცერცვაძემ განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია და „ხელწამოსაკრავი“ არ იქნება.

„ლაპარაკია ჩვენთან ორი ვაქცინის შემოტანაზე - AstraZeneca-სა და ერთ-ერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს 5 ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ.

იმასაც ამბობენ, რომ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ამ ვაქცინაზე მუშაობენ. ასე რომ, ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება და გამოყენება საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან რთულ ლოჯისტიკასთან არის დაკავშირებული.

„-80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული. ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია. სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-გრადუსიანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკას, ინგლისს და გერმანიასაც კი უჭირს, იქაც კი შეექმნათ პრობლემები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს და ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინას საქართველოში თებერვალში ელოდებიან და ის მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]