„გვერდზე მდგომ გაზგასამართ სადგურზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე იყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა ხანძრის გავრცელება. გადარჩენილია შენობაში განთავსებული საქონლის დაახლოებით 50 პროცენტზე მეტი“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები. შემთხვევის ადგილზე 21 სახანძრო-სამაშველო 21 ჯგუფი მუშაობდა და „შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი“ გადაარჩინეს.
ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია.