გერმანელი ტურისტები 1-ელ აგვისტოს დაიკარგნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტების დაკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოში შეტყობინება 8 აგვისტოს შევიდა. პირველ დღეს სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეულმფრენი მონაწილეობდა, თუმცა ზემოდან დათვალიერების შედეგად ტურისტების კვალს ვერ მიაგნეს. სააგენტოში აცხადებენ, რომ უცხოელი ტურისტებიც გამოიკითხნენ, მაგრამ დაკარგულების შესახებ არავინ არაფერი იცის.
სვანეთში მაშველები და ადგილობრივები მეათე დღეა ასევე ეძებენ 37 წლის ბორია ხარძიანს, რომელიც 6 აგვისტოს, სოფელ უშგულთან საკუთარი ავტომობილით ღრმა ხევში გადავარდა. მაშველებმა ავტომობილის წყლიდან ამოყვანა რამდენიმე საათში მოახერხეს, მძღოლს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.