დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან თბილისში 196 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 84
აჭარა – 62
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 48
კახეთი – 41
მცხეთა-მთიანეთი – 41
ქვემო ქართლი – 24
სამცხე-ჯავახეთი – 23
შიდა ქართლი – 14
გურია – 13
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 743 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 3929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 722 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 6092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საავადმყოფოებში მოთავსებული 840 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 251 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამ ეტაპისთვის, საქართველოში თვითიზოლაციაშია 23 178 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 239 780 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 226 215 უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო 2796 გარდაცვლილი.