weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

13:22 ორშაბათი, 11 იანვარი 2021

„დღეს ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, წერტილოვანი შეზღუდვები, რაც დღეს არსებობს. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა შეზღუდვები სავაჭრო ობიექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც, რომელიც 16 იანვრიდან უნდა ამუშავებულიყო.

ძალაშია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილებისა და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვაც.

„გადაწყვეტილება მიღებულია იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩვენ ვხედავთ, ევროპაში მესამე ტალღის საშიშროება არსებობს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არასასურსათო ვაჭრობა (არა მხოლოდ მაღაზიები, არამედ ბაზრობები) და საქალაქო, მუნიციპალური ტრანსპორტი ორი საკმაოდ სენსიტიური თემაა. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და თებერვლიდან შევძლოთ, რომ შემსუბუქება გამოსვლადი და რეალისტური იყოს და არ დააზიანოს ის სტატუს-კვო, რაც ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგიურად“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა მომავალ 2-3 კვირაში იმუშავებს იმაზე, თუ რა რეჟიმი ამოქმედდება პირველი თებერვლიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]