საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
გუშინ, 11 იანვრის საღამოს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე. აკრძალვის საფუძველი ინტენსიური თოვა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების მომეტებული საფრთხე გახდა.