weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში COVID-19–ის 1857 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:55 სამშაბათი, 12 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 795 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 993 პაციენტი, ხოლო 24 გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 754, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი - 334

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 158

კახეთი - 147

ქვემო ქართლი - 143

შიდა ქართლი - 113

მცხეთა-მთიანეთი - 41

აჭარა - 97

გურია - 30

სამცხე-ჯავახეთი - 29

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 583 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 3879 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, 569 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 7135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 817 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 254 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღეისთვის თვითიზოლაციაშია 22 823 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 241 637 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 227 208 უკვე გამოჯანმრთელებულია. კოვიდი 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 2820-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]