weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

15 წლის გოგოს მოტაცებისთვის 4 პირს, მათ შორის, ბიჭის დედას და ბიცოლას, ბრალი წარუდგინეს

14:46 სამშაბათი, 12 იანვარი 2021

პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგოს მოტაცების საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს - 1997 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს, 1978 წელს დაბადებულ ც.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს და 1995 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს ჯგუფური დანაშაულისთვის ბრალი წარუდგინა. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, გარდაბნის რაიონში ე.ბ, დედასთან – ც.ა.-სთან და ბიცოლასთან – ბ.ბ-სთან ერთად შეიჭრნენ ს.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში, 15 წლის ს.ბ. ძალით გამოიყვანეს სახლიდან, ჩასვეს ავტომანქანაში და გ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც ა.ბ.-მ დაზარალებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ოთახში გამოკეტა და არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გამტაცებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაწყებული იყო გამოძიება.

„მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მათ დაზარალებული არასრულწლოვანი სახლში დააბრუნეს. სამართალდამცველებმა ე.ბ., ც.ა., ბ.ბ. და ა.ბ. 10 იანვარს დააკავეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]