weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

II მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცები 2 500 ევროს კომპენსაციას მიიღებენ

21:00 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

გერმანიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს, მათ შორის ქართველ ვეტერანებს კომპენსაციის სახით 2 500 ევროს გადაუხდის. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ერთჯერადი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს აქვთ.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა მალხაზ თოფურიამ განაცხადა, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 800-მდე ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირია. თოფურიას ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ დაახლოებით 10-მდე ადამიანი ჰყავთ ნაპოვნი.

კომპენსაციის მისაღებად განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 30 სექტემბერია. განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ დაზარალებულს, ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]