weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი – ტიკარაძე

15:22 სამშაბათი, 12 იანვარი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია იყო.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ (Pfizer) ვაქცინით გახდება შესაძლებელი.

„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აშშ-ს ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეკონომიკის აღდგენა და სკოლების გახსნა.

 

ამ თემაზე:

ლაპარაკია AstraZeneca-ს და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე – ცერცვაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]