weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მომხდარი ძალადობის გამო 35 წლის კაცი დააკავეს

09:26 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული გ.ს. ორი 2003 წელს დაბადებული თანასოფლელის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ადგილობრივი მუსლიმები მედიასთან აცხადებენ, დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბუკნარის მკვიდრმა, გ.ს.-მ 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს – 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]