გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნება.
ამ დროისთვის, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესების შეზღუდვები გაუქმებულია საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე. ჩატარებული გზის გაწმენდითი სამუშაობის შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მოძრაობა დაშვებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზეც.