weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

200 ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება

14:11 პარასკევი, 15 იანვარი 2021

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, დახმარებასთან დაკავშირებით 45 000 განაცხადია რეგისტრირებული.

„განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 იანვრიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში. მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

200 ლარიანი კომპენსაციით სარგებლობის უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში) თუ ის:

  • დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვარ - ნოემბრის თვეებიდან, ნებისმიერ ორ ან/და მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ შემოსავლების სამსახურში 2020 წლის იანვარ - ნოემბრის საანგარიშო თვეების მიხედვით 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციით (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და
  • 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ნებისმიერ ერთ ან/და მეტ თვეს არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება ასევე აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დაქირავებულ პირს.

ასეთი პირების შესახებ განცხადებას არეგისტრირებს დამქირავებელი. ის ყოველთვიურად, არა უგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას.

დაქირავებულად არ მიიჩნევა და შესაბამისად, დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ფიქსირდება ბოლო სახელფასო განაცემი: საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი და ამ საწარმოს დაფუძნებული/ შვილობილი საწარმოდან, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს თავად ეს საწარმო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]