weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩიეს

15:47 პარასკევი, 15 იანვარი 2021

დღეს, 15 იანვარს, საპროკურორო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ერთადერთ კანდიდატს, მერაბ ჯერანაშვილს სხდომაზე დამსწრე 13-ვე პროკურორმა მისცა ხმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საბჭოს ნანა ხუნჯუა ხელმძღვანელობდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება.

მერაბ ჯერანაშვილი 2016 წლის თებერვლიდან დღემდე თბილისის პროკურორის მოადგილე და საგამოძიებო ნაწილის უფროსია, 2014 – 2016 წლებში ის მთავარ პროკურატურაში მუშაობდა და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2010 – 2014 წლებში ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორად მუშაობდა. მერაბ ჯერანაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის პროკურორიც იყო.

საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი და ის 15 არჩეული წევრისაგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე 2 წლის ვადით აირჩევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]