weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

საქართველოში რომ კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას, მოსახლეობის 60% უნდა აიცრას – გამყრელიძე

16:48 პარასკევი, 15 იანვარი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოში იმუნური ფენა შეიქმნას და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ამის შესახებ განცხადება გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე. მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციის. ახლა იწყება 12 წლის ზემოთ. კოლექტიური, საზოგადოებრივი, ან „ჯოგური“ იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ჩვენი გეგმა გათვლილია ამაზე. ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია სხვადასხვა ვაქცინასთან მიმართებაში, ასევე სერვისის ღირებულება - რა ეღირება ერთი აცრა, სხვა დამხმარე სამსახურები, ტრანსპორტირება და ა.შ. ბიუჯეტი მერყეობს 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ამ წლის განმავლობაში, რათა ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 60% ავცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველო „კოვაქს“ პლატფორმიდან პირველ ეტაპზე 1 400 000 დოზა ვაქცინას მიიღებს, რაც 700 000 ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.

„როგორც კი „კოვაქსი“ დაიწყებს ვაქცინების მიწოდებას, წლის განმავლობაში ყველა ქვეყანას მიაწვდის 20%-ს საჭირო ვაქცინებისა. ჩვენთვის ეს დათვლილია დაახლოებით 700 000 ადამიანი და 1 400 000 დოზა. „კოვაქსის“ სამართლიანობის პრინციპია, რომ სანამ ყველა ქვეყანას 20% არ შეუსრულდება, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, თუმცა, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ის ვაქცინა, რომელსაც რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაუწევს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობას „კოვაქს“ პლატფორმის გარდა, მოლაპარაკებები აქვს ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებლებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]