„მე ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელ კატეგორიაზეც ვაქცინაციის საჭიროება მექნება, არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით. პირველი - ვთვლი, რომ ეს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეა და გამომდინარე იქიდან, რომ მე ზუსტად ვიცი, რა ხარისხის და სანდოობის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში, აუცილებლად ავიცრები ამ ვაქცინით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი აიცრება.
„რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ჩვენ აქაც თანმიმდევრული ვართ და პირველი იქნება ის ჯგუფი, სადაც გვაქვს ყველაზე მაღალი რისკი როგორც ინფიცირების, ისე საიმედო გამოსავლების და შემდეგ ჩაერთვება ყველა დანარჩენი რისკ ჯგუფი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ თემაზე:
ვაქცინაციის გარეშე კოვიდს ვერ დავამარცხებთ – ამირან გამყრელიძე