weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ზუსტად ვიცი, რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში, აუცილებლად ავიცრები – ტიკარაძე

20:14 პარასკევი, 15 იანვარი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ აუცილებლად აიცრება იმ ვაქცინით, რომელიც ქვეყანაში შემოვა.

„მე ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელ კატეგორიაზეც ვაქცინაციის საჭიროება მექნება, არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით. პირველი - ვთვლი, რომ ეს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეა და გამომდინარე იქიდან, რომ მე ზუსტად ვიცი, რა ხარისხის და სანდოობის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში, აუცილებლად ავიცრები ამ ვაქცინით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი აიცრება.

„რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ჩვენ აქაც თანმიმდევრული ვართ და პირველი იქნება ის ჯგუფი, სადაც გვაქვს ყველაზე მაღალი რისკი როგორც ინფიცირების, ისე საიმედო გამოსავლების და შემდეგ ჩაერთვება ყველა დანარჩენი რისკ ჯგუფი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ამ თემაზე:

ვაქცინაციის გარეშე კოვიდს ვერ დავამარცხებთ – ამირან გამყრელიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]