weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ადამიანი დაჭრეს

01:15 შაბათი, 16 იანვარი 2021

​გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში დანის გამოყენებით სამი მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით 1970 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ერთ-ერთ ფერმაში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]