weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კასპში ყოფილი პოლიციელი დააკავეს, რომელმაც საწარმოში მძევლები აიყვანა

15:01 შაბათი, 16 იანვარი 2021

კასპში, ცემენტის ქარხანაში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და მძევლად ორი ადამიანი აიყვანა. შემთხვევის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, რის შედეგადაც 1993 წლის გ.მ. დააკავეს, მძევლები კი გაათავისუფლეს.

სპეცოპერაციას შს მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე ხელმძღვანელობდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თავდამსხმელი „საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში“ იმყოფებოდა და მასთან მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცველებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. ასევე, რამდენიმე დღის უკან მან მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა პრეტენზიები გარკვეულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შსს-ში გამოძება დაწყებულია და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. თუ სწორად მახსოვს, გამოძიება დაწყებულია მუქარის ფაქტზე. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ახალგაზრდა კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით დააკავეს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]